ქუთაისში, შარტავას ქუჩაზე, ყოფილი საავიაციო ქარხნის ეზოში მიტოვებული შენობა დაიწვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დამწვარია 250 კვ.მ ფართობი.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.