ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია
ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია

ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია.

ადგილზე რვა სახანძრო ჯგუფი ამ დრომდე მუშაობს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დამწვარია ადმინისტრაციის სამი ოთახი, ხოლო მაღაზიები და მოვაჭრეების საქონელი არ დაზიანებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.