ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე საჯარო სკოლის ყოფილ შენობაში ხანძარი იყო

18:57, 28.07.2019

ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე, 27-ე საჯარო სკოლის ყოფილ შენობაში ხანძარი იყო.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი