ქუთაისში, ყოფილი საავიაციო ქარხნის ეზოში მიტოვებული შენობა დაიწვა

15:41, 17.06.2018

ქუთაისში, შარტავას ქუჩაზე, ყოფილი საავიაციო ქარხნის ეზოში მიტოვებული შენობა დაიწვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დამწვარია 250 კვ.მ ფართობი.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი