ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ორსართულიანი სახლის სხვენი დაიწვა [ფოტო]
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ორსართულიანი სახლის სხვენი დაიწვა [ფოტო]

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ორსართულიანი სახლის სხვენში ხანძარი ლოკალიზებულია.

როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ორსართულიანი საერთო საცხოვრებელი სახლის სხვენში ცეცხლი დაახლოებით 300კვ.მ-ზე იყო გავრცელებული.

​ადგილზე მობილიზებულია რვა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.