ქუთაისში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის სასხვენო გადახურვის ნაწილი დაიწვა
ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
ხანძრის შედეგად ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე არსებული ოთახი და სასხვენო გადახურვის ნაწილი დაიწვა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად ხანძრის ლოკალიზება რამდენიმე წუთში მოხერხდა, რის გამოც შენობა მთლიანად დაწვას გადაურჩა.
უწყების ცნობით, ბინიდან უვნებლად გამოიყვანეს 75 წლის ქალი.
შემთხვევის ადგილზე ცხრა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
ხანძარი ლიკვიდირებულია.