ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს. „ასტრაზენეკას“ ვაქცინა პირველმა კარდიოქირურგმა, ნიკა ვაშაყმაძემ გაიკეთა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, იმერეთის 11 მუნიციპალიტეტში აცრის პროცესი 17-18 მარტს დაიწყება. მისი თქმით, ქუთაისის მასშტაბით ჯერ 30 მედიკოსია დარეგისტრირებული.

გიორგაძის განცხადებით, ქალაქში ვაქცინაციისთვის სულ ოთხი პუნქტი იმუშავებს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით კი, 15. ამ ეტაპზე იმერეთმა 5 500 ვაქცინა მიიღო.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალის აცრა მოხდება.