ძლიერი ქარის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დღესაც შეფერხებით მუშაობს
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი კვლავ შეფერხებით მუშაობს. როგორც აეროპორტში აცხადებენ, ძლიერი ქარის გამო, ფრენების განრიგში ცვლილებებია.
„იმერეთში ძლიერი ქარისა და უამინდობის გამო კვლავ შეფერხებით უწევს მუშაობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს. ცვლილებებია დღეს დაგეგმილ განრიგში: მგზავრთა საყურადღებოდ! ქუთაისი-პარიზისა და ქუთაისი-სალონიკის რეისებზე ამ დროისთვის ჩასხდომა მიმდინარეობს, ხოლო ქუთაისი- ბუდაპეშტის რეისი 06:30 ნაცვლად, შესრულდება 14:00 საათზე“, – აცხადებენ აეროპორტის ადმინისტრაციაში.
გვიან ღამით, ასევე უამინდობის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე რეისი გაუქმდა.