უამინდობის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე რეისი გაუქმდა
უამინდობის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე რეისი გაუქმდა

ძლიერი ქარისა და უამინდობის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე რეისი გაუქმდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გაუქმდა ქუთაისი-მილანი-ქუთაისის, ქუთაისი-ბარსელონა-ქუთაისისა და ქუთაისი-რიგის რეისები. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ დროისთვის მიმდინარეობს მგზავრების სხვადასხვა რეისზე გადანაწილება.

გარდა ამისა, რიგის რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად, რამდენიმე წუთის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა.

რიგა-ქუთაისის მგზავრებს, მათ ქუთაისში ტრანსპორტირებას ავტობუსებით კომპანია ,,ჯორჯიან ბასი” უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.