ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს სამი უახლესი SHUTTLE BUS-ი მოემსახურება
ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს სამი უახლესი SHUTTLE BUS-ი მოემსახურება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი, „Euro 6“ ემისიის სტანდარტის ძრავის მქონე, M3 კატეგორიის ავტობუსები შეისყიდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ავტობუსების განრიგი ფრენებზე იქნება მორგებული და ერთი გზის საფასური ხუთი ლარი იქნება. ანგარიშსწორება ნებისმიერი საბანკო ბარათის საშუალებით იქნება შესაძლებელი.

ქუთაისის აეროპორტიდან შატლები ქალაქის ცენტრში მდებარე DMO იმერეთის ადმინისტრაციული შენობის მიმართულებით იმოძრავებენ და ისევ დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში დაბრუნდებიან.