ქუთაისის აეროპორტში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია

23:19, 04.03.2024

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია.

როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ტექნიკური ხარვეზი სრულად აღმოფხვრილია“, – აცხადებენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.

ქუთაისის აეროპორტში ტექნიკური პრობლემა სანავიგაციო შუქტექნიკას შეექმნა. ტექნიკური ხარვეზის გამო ათენი-ქუთაისის რეისი თბილისის აეროპორტში დაჯდა.

მსგავსი