ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია.
როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ტექნიკური ხარვეზი სრულად აღმოფხვრილია“, – აცხადებენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.
ქუთაისის აეროპორტში ტექნიკური პრობლემა სანავიგაციო შუქტექნიკას შეექმნა. ტექნიკური ხარვეზის გამო ათენი-ქუთაისის რეისი თბილისის აეროპორტში დაჯდა.