ქუთაისის ინფექციური კლინიკა ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ ერთმა პაციენტმა დატოვა
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო დღეს ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ ერთმა პაციენტმა დატოვა. გამოჯანმრთელებული ე.წ. წყალტუბოს კლასტერს მიეკუთვნებოდა.
ამასთან, სამედიცინო დაწესებულებიდან გასაწერად ემზადება კიდევ ორი პაციენტი. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მათ უკვე აუღეს განმეორებითი საკონტროლო სინჯები და თუ პასუხები კვლავ უარყოფითი იქნა, კლინიკას ხვალ დატოვებენ.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს ახალი კორონავირუსისგან სულ 29 გამოჯანმრთელებული ჰყავს. კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ამ დროისთვის 10 მოქალაქე მკურნალობს.