რუხის საავადმყოფოში კორონავირუსისგან ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა
რუხის საავადმყოფოში კორონავირუსისგან ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. მათგან ერთი ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრია და ე.წ. საბერიოს კლასტერს მიეკუთვნება. მეორე გამოჯანმრთელებული კი ბათუმის მკვიდრია.

ამ დროისთვის, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადის 63 კოვიდინფიცირებული, აქედან ხუთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.