საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 796 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 796 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 796 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 120-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 37-ია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 413 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, „კოვიდ“-სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 869-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.