ქუთაისის ინფექციურში კოვიდინფიცირებული ცოლ-ქმარი მოათავსეს, რომლებსაც ბაქოში მოგზაურობის ისტორია აქვთ
ქუთაისის ინფექციურში კოვიდინფიცირებული ცოლ-ქმარი მოათავსეს, რომლებსაც ბაქოში მოგზაურობის ისტორია აქვთ

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული ორი პაციენტი დაემატა, ისინი ახალგაზრდა ცოლ-ქმარი არიან, რომლებსაც ბაქოში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

პაციენტები კლინიკაში წყალტუბოს კარანტინის სივრციდან გადაიყვანეს.

კლინიკის მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის ინფორმაციით, მათი ჯანმღთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ამ დროისთვის, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი პაციენტი მკურნალობს, ორი კი, ვირუსის სიმპტომებით ბოქსირებულ პალატებშია მოთავსებული, მათ ლაბორატორიული კვლევა დღეს ჩაუტარდებათ.