ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი დაემატა, ორი კი გამოჯანმრთელდა.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 69 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
„24 საათის განმავლობაში მივიღეთ ოთხი და გავწერეთ ორი პაციენტი. კლინიკაში მკურნალობას 69 პაციენტი, მათ შორის 13 ბავშვია. მათგან მძიმე ცხრა პაციენტი, კრიტიკულად მძიმე კი სამია,- განაცხადა ნოდარ მაღლაფერიძემ.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ქუთაისის ინფექციური კლინიკა, ჯამში 128 გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.