სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ქუთაისის ინფექციურ კლინიკაშია მოთავსებული
სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ქუთაისის ინფექციურ კლინიკაშია მოთავსებული

სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

კლინიკაში დადასტურებული „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით 31 წლის მამაკაცი ე.წ. ცხელების ცენტრიდან შეიყვანეს.

კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, პაციენტი ე.წ. ტრაილერის მძღოლია და მას რუსეთსა და სომხეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 738 შემთხვევა არის დადასტურებული.