ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში სწავლა პირველ ოქტომბრამდე გადაიდო. მიზეზი სკოლის საქმეთა მმართველის კორონავირუსით ინფიცირება გახდა. 60 წლის ქალს ინფექცია გუშინ დაუდასტურდა. მისი კონტაქტები კი თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილი.
სკოლის დირექტორის მოადგილის, ნათია ხაზარაძის ინფორმაციით, ინფიცირებულ ქალს თითქმის ყველა თანამშრომელთან ჰქონდა კონტაქტი, ამიტომ 54 თანამშრომელი თვითიზოლაციაშია, მათ ანალიზები აუღეს და პასუხს ელოდებიან.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ინფიცირებული ქალის ერთ კონტაქტს აღმოაჩნდა კორონავირუსი, ის კლინიკაში გადაჰყავთ. სკოლის თანამშრომლებს განმეორებითი ტესტირება 20 სექტემბერს ჩაუტარდებათ.