საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო [ფოტო]
საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო [ფოტო]

საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

მთელი ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 2 085 საჯარო სკოლა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს პირველად დაირეკა ზარი 55 000-ზე მეტი პირველკლასელისთვის, აქედან 48 ათასი პირველკლასელი საჯარო სკოლებშია დარეგისტირებული, დაახლოებით შვიდი ათასი კი – კერძო სკოლებში.

მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა.