საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო [ფოტო]

09:40, 16.09.2024

საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს სკოლებში 50 000-ზე მეტმა პირველკლასელმა დაიწყო სწავლა. პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე დამატებით კიდევ 7000-მდე ბავშვს მიეცა სკოლაში დარეგისტრირების შესაძლებლობა.

მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა.

მსგავსი