თსუ-ში აცხადებენ, რომ ​პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოები აუდიტორიებში ხვალიდან განახლდება, თუმცა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შესაძლოა, ნოემბრის ბოლომდე გადავადდეს
თსუ-ში აცხადებენ, რომ ​პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოები აუდიტორიებში ხვალიდან განახლდება, თუმცა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შესაძლოა, ნოემბრის ბოლომდე გადავადდეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხვალიდან მხოლოდ პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოები განახლდება.

როგორც თსუ-ს კანცლერმა, ლაშა საღინაძემ განაცხადა, უნივერსიტეტი ასევე განიხილავს პრაქტიკულ-ლაბორატორიული კომპონენტის ნოემბრის ბოლომდე გადავადების შესაძლებლობას.

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 19 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესს გააგრძელებს ჰიბრიდული მეთოდით, რაც გულისხმობს, რომ თეორიული კურსები განხორციელდება ისევ დისტანციურ რეჟიმში, როგორც მანამდე ფუნქციონირებდა, ხოლო ლაბორატორიული კურსები ჩატარდება არადისტანციურად. თუმცა, დაცული იქნება ყველა ის რეგულაცია, რაც გათვალისწინებულია. ჩვენ განვიხილავთ იმასაც, რომ საჭიროების შემთხვევაში, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლებელია პრაქტიკული, ლაბორატორიული კომპონენტი უსაფრთხო პერიოდში დაიგეგმოს და დავუშვათ ნოემბრის ბოლოსკენ ჩავატაროთ. ჩვენი უნივერსიტეტი ითვალისწინებს როგორც განათლების სამინისტროს, ისე ჯანდაცვის უწყებების ყველა რეკომენდაციას. ჩვენი დისტანციურად გაგრძელება დამოკიდებულია მრავალი ფაქტორზე. ის, რომ ჩვენ ვართ დიდი საჯარო დაწესებულება, სადაც 22 000 სტუდენტზე მეტი სწავლობს და 5 000-მდე პერსონალია. შესაბამისად, მათი ყველას აუდიტორიაში გამოყვანა გამოიწვევდა მობილობის ზრდას. ჩვენ გავუფრთხილდით მათ ჯანმრთელობას“, – განაცხადა ლაშა საღინაძემ.