ქუთაისი-ცაგერი-ამბროლაურის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა
ქუთაისი-ცაგერი-ამბროლაურის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

ქუთაისი-ცაგერი-ამბროლაურის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის ინფორმაციით, ადგილზე ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში დარჩება, რათა მეწყერის გააქტიურების შემთხვევაში, შესაბამისი ზომები დროულად იქნას მიღებული.

მეწყერმა სამი დღის წინ ორი სოფლის, ლაილაშისა და ღუს დამაკავშირებელი გზაც ჩაკეტა. სოფელ ღუში ათი ოჯახი გარესამყაროსგან ნაწილობრივ მოწყვეტილად რჩება. მოსახლეობასთან კომუნიკაცია საფეხმავლო გზითაა შესაძლებელი.

ცაგერის მუნიციპალიტეტში სტიქია სამი დღის წინ, უხვი ნალექის შედეგად დაიწყო.