ქობულეთის შემოვლითი გზა გაიხსნა
ქობულეთის შემოვლითი გზა გაიხსნა

ქობულეთის შემოვლითი გზა გაიხსნა. 18 კილომეტრიანი გზა ექსპლუატაციაში დღეიდან შევიდა. ქობულეთის ზღვისპირა ზოლიდან სატრანზიტო მოძრაობა ახალ გზაზე გადაერთო.

ახალი გზა თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დროს 20-30 წუთით შეამცირებს.

ქობულეთის შემოვლითი გზის გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ- მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

„ქობულეთის ახალი შემოვლითი გზა რეგიონის და ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია. ამ გზით ბევრი სოფელი დაუკავშირდება ცენტრალურ მაგისტრალს. ზღვისპირა ზოლიდან სატრანსპორტო მოძრაობის ახალ გზაზე გადასვლა რეგიონში ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას ხელს შეუწყობს”-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

პროექტი აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დააფინანსა და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 209 მლნ 852 079 ლარია.