ქიბარ ხალვაშის, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის შეხვედრა დღეს იგეგმება
ქიბარ ხალვაშის, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის შეხვედრა დღეს იგეგმება

„რუსთავი 2“-ის 100 პროცენტიანი წილის მფლობელის, ქიბარ ხალვაშისა და ტელეკომპანიის დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის შეხვედრა დღეს იგეგმება. შეხვედრა გუშინ უნდა გამართულიყო, თუმცა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას ინფორმაციით, შეხვედრის გადადება ჯარჯი აქიმიძემ ითხოვა.

შეხვედრის დრო და ადგილი ჯერ უცნობია.

ქიბარ ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძესთან რა მოლაპარაკებაც ჰქონდა, არ დავიწყებია.

როგორც დავით დვალმა რამდენიმე დღის წინ პარლამენტში მოსმენაზე განაცხადა, ისინი ხალვაშს უბრალოდ მოუსმენენ და არანაირ კულუარულ მოლაპარაკებას არ აპირებენ. „იქნება წინადადება და იქნება მკაფიო პასუხი იმ წინადადებაზე“, – აღნიშნა დავით დვალმა.