ქიბარ ხალვაში - დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს შორის რა მოლაპარაკებაც მქონდა, არ დამვიწყებია 
ქიბარ ხალვაში - დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს შორის რა მოლაპარაკებაც მქონდა, არ დამვიწყებია 

არ დამვიწყებია არაფერი, ჩემი სიტყვის უკან წამღები არ ვარ, არც არავინ დამიჩაგრავს, როგორც ამბობენ, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა ექსპერტიზის ბიუროდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძესთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

როგორც ქიბარ ხალვაშმა აღნიშნა, დვალსა და აქიმიძეს შორის რა მოლაპარაკებაც ჰქონდა, არ დავიწყებია.

„დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე დაზარალებულები არიან. ჩვენ გვქონდა ჩვენი მოლაპარაკება. თავად იციან რაზეც მოვილაპარაკეთ და კიდევ მოვილაპარაკებთ. გავაგრძელებთ საუბარს. სად წავლენ, სიკვდილს არ ვაპირებ. რაღაცას ხომ ვიყოფთ, ის რაღაცა ხომ უნდა გავიყოთ, ის, რაღაცა რა არის, ხომ უნდა გავარკვიოთ. მე საჯაროდ ვთქვი, რომ მზად ვარ, გავაგრძელო ამ ადამიანებთან საუბარი და მაქსიმალური გავაკეთო, რისი გაკეთებაც შემიძლია. საჯარო განცხადება შეხმიანება ხომ იყო. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ორი წლის, ორ წელიწად-ნახევრის უკან, ამის შემდეგ კომუნიკაცია შეწყდა. ჩემი სიტყვის წამღები არ ვარ. არც არავინ დამიჩაგრავ, როგორც ამბობენ“, – განაცხადა ხალვაშმა.