ქიბარ ხალვაშის, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის შეხვედრა ხვალისთვის გადაიდო
ქიბარ ხალვაშის, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის შეხვედრა ხვალისთვის გადაიდო

„რუსთავი 2“-ის 100 პროცენტიანი წილის მფლობელის ქიბარ ხალვაშისა და ტელეკომპანიის დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის შეხვედრა დღეს აღარ გაიმართება. „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას ინფორმაციით, შეხვედრა ხვალ შედგება. სალიას ცნობით, შეხვედრის გადადება აქიმიძემ ითხოვა.

შეხვედრის დრო და ადგილი ჯერ უცნობია.

ქიბარ ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძესთან რა მოლაპარაკებაც ჰქონდა, არ დავიწყებია.

როგორც დავით დვალმა რამდენიმე დღის წინ პარლამენტში მოსმენაზე განაცხადა, ისინი ხალვაშს უბრალოდ მოუსმენენ და არანაირ კულუარულ მოლაპარაკებას არ აპირებენ. „იქნება წინადადება და იქნება მკაფიო პასუხი იმ წინადადებაზე“, – აღნიშნა დავით დვალმა.