ქეთი მელუას საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა. ამის შესახებ ევროპის მოედანზე მიმდინარე კონცერტზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კახა კალაძემ ქეთი მელუას თბილისის სიმბოლური გასაღები გადასცა.
დღევანდელი კონცერტი ქეთი მელუას დაბადების დღეს დაემთხვა. მას 34 წელი შეუსრულდა.
თბილისის მერმა და კონცერტზე შეკრებილებმა ქეთი მელუას დაბადების დღე მიულოცეს. ადგილზე გრანდიოზული ფოიერვერკიც გაუშვეს.
ქეთი მელუა თბილისში დედაქალაქის მერიის პროექტ „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში ჩამოვიდა. ქეთი მელუა ქართველი მსმენელის წინაშე თავის ბრიტანულ ჯგუფთან ერთად ძველი და ახალი ჰიტებით წარდგა.
ქართველ მომღერალს, რომელიც ლონდონში მოღვაწეობს, 2003 წლიდან რვა სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. მსოფლიოში მომღერლის 11 მილიონზე მეტი დისკია გაყიდული.