ქერჩის სრუტეში უკრაინულ გემებზე იერიშს კიევში, რუსეთის საელჩოსთან აპროტესტებენ
ქერჩის სრუტეში სამხედრო კონფლიქტის ესკალაციის გასაპროტესტებლად, კიევში რუსეთის საელჩოსთან საბურავები მიიტანეს. საელჩოსთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან.
დემონსტრანტებმა საელჩოს ღობეზე ქაღალდის ნავები დაალაგეს. აქციის მონაწილეები უკმაყოფილებას გამოხატავენ რუსეთის მოქმედებებთან დაკავშირებით.
ქერჩის სრუტეში რუსულმა ხომალდებმა უკრაინის გემებს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, ექვსი უკრაინელია დაჭრილი, მათ შორის ორი მძიმე მდგომარეობაშია. უკრაინა რუსეთს აგრესიაში ადანაშაულებს და ინციდენტის განხილვას გაერო-სა და ეუთო-ში გეგმავს. ნატო-მ და ევროკავშირმა რუსეთს მოუწოდეს, უკრაინული გემებისთვის ქერჩის სრუტეში თავისუფალი გადაადგილება უზრუნველყოს.