ნატო და ევროკავშირი რუსეთს უკრაინული გემებისთვის ქერჩის სრუტეში თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ
ნატო და ევროკავშირი რუსეთს უკრაინული გემებისთვის ქერჩის სრუტეში თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ

უკრაინული გემებისთვის ქერჩის სრუტეში თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ რუსეთს ნატო და ევროკავშირი.

„ველოდებით, რომ რუსეთი ქერჩის სრუტეში თავისუფალ გადაადგილებას აღადგენს. ვურჩევთ ყველას, იმოქმედონ მაქსიმალური თავშეკავებით, რომ სიტუაციის დაუყოვნებლივი დეესკალაცია მოხდეს“, – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის ზღვაოსნობის უფლებას მის ტერიტორიულ წყლებში. მოუწოდებთ რუსეთს, უზრუნველყოს შეუფერხებელი წვდომა უკრაინის პორტებზე აზოვის ზღვაში, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, – განაცხადა ნატო-ს პრესსპიკერმა.

რუსმა სამხედროებმა უკრაინულ გემებზე იერიში ცოტა ხნის წინ მიიტანეს. მომხდარის შედეგად,  ექვსი ადამიანია დაჭრილი.