რუსული ხომალდებიდან უკრაინის გემებზე იერიშის შედეგად, ექვსი ადამიანია დაჭრილი
რუსული ხომალდებიდან უკრაინის გემებზე იერიშის შედეგად, ექვსი ადამიანია დაჭრილი

რუსული ხომალდებიდან უკრაინის გემების მიმართულებით გახსნილი ცეცხლის შედეგად ექვსი ადამიანია დაჭრილი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ორი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

რუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის მხრიდან „აგრესიული ომის წარმოების“ მიმართულებით საქმის წარმოება დაიწყო.

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, აზოვი-ქერჩის აკვატორიაში რუსეთის დანაშაულებრივ ქმედებებზე ინფორმაცია „დიდი შვიდიანის“ ქვეყნებს და გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებს მიაწოდოს. უკრაინის ხელისუფლება საკითხის განხილვას გაერო-სა და ეუთო-ს ფარგლებში მოითხოვს.

რუსი სამხედროების მიერ უკრაინულ გემებზე იერიშის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

ინციდენტი 25 ნოემბრის დილითაც მოხდა. რუსულმა სამხედრო ხომალდი უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების კატარღას განზრახ დაეჯახა. უკრაინის მედიის ინფორმაციით, უკრაინული კატარღები ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გეგმიურ გადასვლას ახორციელებდნენ.

სოციალურ ქსელებში 25 ნოემბრის დილას მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეოც გავრცელდა.

მომხდარის შემდეგ, რუსეთმა უკრაინის ხომალდები საზღვრის უკანონო კვეთაში დაადანაშაულა. მოგვიანებით რუსეთმა ქერჩის სრუტე სამოქალაქო გემებისთვის ჩაკეტა.