ქერჩის სრუტეში ინციდენტის გამო, უკრაინის უშიშროების საბჭო საომარი მდგომარეობის გამოცხადების საკითხს განიხილავს
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მთლიან შემადგენლობაში განგაში გამოცხადდა – ყველა ხომალდი და გემი ზღვაში გადის.
ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გამო, უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭო საომარი მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის გამოცხადების საკითხს განიხილავს.
უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ხელმძღვანელობით გამართული სამხედრო კაბინეტის სხდომის შემდეგ, უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ალექსანდრ ტურჩინოვმა განაცხადა, რომ უკრაინის გემებზე თავდასხმა სამხედრო აგრესიის აქტია.
რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, უკრაინის ექვსი მოქალაქეა დაშავებული. ნატო-მ და ევროკავშირმა რუსეთს მოუწოდეს, უკრაინული გემებისთვის ქერჩის სრუტეში თავისუფალი გადაადგილება უზრუნველყოს.