ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენების გამო, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა შესაძლოა, გადადოს
ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენების გამო, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა, შესაძლოა, გადადოს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა The Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა.
თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე სრულ ანგარიშს ელოდება.
პრეზიდენტმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ის ეროვნული უსაფრთხოების ჯგუფის მიერ შედგენილ ანგარიშს ელის, რომლის შემდეგაც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
„შესაძლოა, შეხვედრა საერთოდ გაუქმდეს. მე ეს აგრესია არ მომწონს“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა The Washington Post-თან ინტერვიუში.
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა არგენტინის დედაქალაქში დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში იგეგმება. ღონისძიება ბუენოს-აირესში 30 ნოემბერს დაიწყება.
ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების ბოლო შეხვედრა ჰელსინკიში, 2018 წლის ივლისში გაიმართა.