ქედაში, სოფელ ხარაულაში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევის ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა, თუმცა ხის სახლი მთლიანად დაიწვა და ოთხსულიანი ხარაძეების ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.
ამ დროისთვის, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ოჯახს დახმარებას ქედის მერია გაუწევს. კერძოდ, კომისია შეისწავლის მდგომარეობას და 10 ათასი ლარით დაეხმარება, მანამდე კი ქირით გადაიყვანს საცხოვრებელ სახლში.