ქედაში, ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა
ქედაში, ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა

ქედაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.

ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ წონიარისთან მსუბუქი ავტომობილი მდინარე აჭარისწყლის ხევში გადავარდა.

დაშავებული მგზავრები ქედის რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მათ შორისაა მცირეწლოვანიც.  დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. პაციენტს სხეულზე მრავლობითი მძიმე დაზიანებები აღენიშნება. ქედის კლინიკაში აცხადებენ, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაჰყავთ.

ექიმების თქმით, დანარჩენი დაშავებულები თავს კარგად გრძნობენ.