ქედაში ავტომობილის ხევში გადავარდნის შედეგად მძღოლი დაშავდა, მისი მდგომარეობა მძიმეა

15:03, 02.02.2021

ქედაში, სოფელ აგარასთან მსუბუქი ავტომობილი ხევში დაახლოებით 150 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა.

შემთხვევის შედეგად ავტომობილის მძოლმა მრავლობითი დაზიანება მიიღო.

დაშავებული ჯერ ქედის საავადმყოფოში, შემდეგ კი ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

მედიკოსების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მსგავსი