ქედაში, სოფელ წონიარისში 72-მეტრიანი საავტომობილო ხიდი აშენდა
ქედაში, სოფელ წონიარისში 72-მეტრიანი საავტომობილო ხიდი აშენდა

აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. ქედაში, სოფელ წონიარისში 72-მეტრიანი საავტომობილო ხიდი აშენდა.

აჭარის გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხიდი უკვე შევიდა ექსპლუატაციაში.

საავტომობილო ხიდი ბათუმი-ახალციხის გზას ხეობასთან აკავშირებს.

ხიდის სიგრძე შეადგენს 72 მეტრს, სიგანე კი 8 მეტრს.

აჭარის გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს, საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად დაახლოებით 11 მლნ ლარია გათვალისწინებული.