აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. ქედაში, სოფელ წონიარისში 72-მეტრიანი საავტომობილო ხიდი აშენდა.
აჭარის გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხიდი უკვე შევიდა ექსპლუატაციაში.
საავტომობილო ხიდი ბათუმი-ახალციხის გზას ხეობასთან აკავშირებს.
ხიდის სიგრძე შეადგენს 72 მეტრს, სიგანე კი 8 მეტრს.
აჭარის გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს, საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად დაახლოებით 11 მლნ ლარია გათვალისწინებული.