ქედაში დაღუპული ექვსი წლის ბავშვის ახლობლები კარიერის მწარმოებელ კომპანიას უსაფრთხოების ნორმების დარღვევაში ადანაშაულებენ
ქედაში დაღუპული ექვსი წლის ბავშვის ახლობლები კარიერის მწარმოებელ კომპანიას უსაფრთხოების ნორმების დარღვევაში ადანაშაულებენ.
დაღუპულის ბიძა ამბობს, რომ სოფელი მოსალოდნელი აფეთქების შესახებ გაფრთხილებული იყო, თუმცა აფეთქება მანამდე მოხდა, ვიდრე კომპანია დაპირებულ სატელეფონო ზარს განახორციელებდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, აფეთქება იმდენად მოულოდნელად მოხდა, რომ ბავშვი შიშისგან ეზოში გავარდა, რის შემდეგაც თავში ლოდის ნატეხი მოხვდა. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა.
კარიერთან დაკავშირებით სოფელ დოლოგანში მოსახლეობას წლებია პრეტენზიები აქვს. ისინი ამტკიცებენ, რომ უსაფრთხოების ნორმები მუდმივად დაუცველია, რის გამოც ხშირად მოსახლეობა ზარალდება. აფეთქების შედეგად ზიანდება სახლები. 2007 წელს კი დოლოგანთან მდებარე ანალოგიურ კარიერთან ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.