ქედაში, 12:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 2 067 ამომრჩეველმა მიიღო
მთიან აჭარაში არჩევნების პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 12:00 საათის მონაცემებით, ქედაში, სადაც სულ 15 699 ამომრჩეველია რეგისტრირებული, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2 067 ამომრჩეველმა, რაც 13,17 პროცენტია.
შუახევში 15 109 ამომრჩევლიდან საკუთარი არჩევანი გააკეთა 1 937 ამომრჩეველმა, რაც 12,82 პროცენტია. ხულოში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 24 214-ია, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2 429 ადამიანმა, რაც 10,03 პროცენტია.
რაც შეეხება ხელვაჩაურს, მთიან აჭარაში, იქ ყველაზე მეტი ამომრჩეველია და მათი რაოდენობა 41 659-ს შეადგენს. ხელვაჩაურში არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო სულ 4 008 ამომრჩეველმა, რაც 9,6 პროცენტია.
30-ვე მაჟორიტარულ ოლქში შემავალი საოლქო-საარჩევნო კომისიების ინფორმაციით, მათთან ამ დროისათვის არც ერთი საჩივარი არ არის შესული და არჩევნები ხმაურის გარეშე მიმდინარეობს.
არჩევნების პროცესს აკვირდებიან ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები.