17:00 საათის მონაცემებით, ქედაში ამომრჩეველთა 40,5 %-მა მისცა ხმა, შუახევში - 37,6 %-მა, ხულოში - 32,91 %-მა, ხელვაჩაურში კი 37,6 %-მა
17:00 საათის მონაცემებით, ქედაში ამომრჩეველთა 40,5 %-მა მისცა ხმა, შუახევში - 37,6 %-მა, ხულოში - 32,91 %-მა, ხელვაჩაურში კი 37,6 %-მა

მთიან აჭარაში საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

17:00 საათის მონაცემებით, ქედაში, სადაც სულ 15 699 ამომრჩეველია რეგისტრირებული, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 6 3584 795 ამომრჩეველმა, რაც რეგისტრირებულთა 40,5 პროცენტია.

შუახევში 15 109 ამომრჩევლიდან საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა 5 681-მა, რაც რეგისტრირებულთა 37,6 პროცენტია.

ხულოში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 24 214-ია, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 7 968 ადამიანმა, რაც რეგისტრირებულთა 32,91 პროცენტია.

მთიან აჭარაში ყველაზე მეტი – 41 659 ამომრჩეველი ხელვაჩაურშია, სადაც არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა უკვე მიიღო 10 100 ამომრჩეველმა, რაც რეგისტრირებულთა 37,6 პროცენტია.

აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებენ 30-ე მაჟორიტარულ ოლქში შემავალი საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები.

მათი განცხადებით, ოლქში ამ დროისათვის არც ერთი საჩივარი არ არის შესული და არჩევნები ხმაურის გარეშე მიმდინარეობს.

არჩევნების პროცესს აკვირდებიან ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები.