მთიან აჭარაში საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
მთიან აჭარაში საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

მთიან აჭარაში საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

15:00 საათის მონაცემებით, ქედაში, სადაც სულ 15 699 ამომრჩეველია რეგისტრირებული, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 4 795 ამომრჩეველმა, რაც 30,54 პროცენტია.

შუახევში 15 109 ამომრჩევლიდან საკუთარი არჩევანი გააკეთა 4 592 ამომრჩეველმა, რაც რეგისტრირებულთა 30,39 პროცენტია.

ხულოში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 24 214-ია, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 5 543 ადამიანმა, რაც 22,9 პროცენტია.

მთიან აჭარაში ყველაზე მეტი – 41 659 ამომრჩეველი ხელვაჩაურშია, სადაც არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო სულ 7 954 ამომრჩეველმა, რაც 19 პროცენტია.

აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებენ 30-ე მაჟორიტარულ ოლქში შემავალი საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები.

მათი განცხადებით, ოლქში ამ დროისათვის არც ერთი საჩივარი არ არის შესული და არჩევნები ხმაურის გარეშე მიმდინარეობს.

არჩევნების პროცესს აკვირდებიან ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები.