უსკო-ს ინფორმაციით, 17:00 საათისთვის აჭარაში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 24,1-მა პროცენტმა
უსკო-ს ინფორმაციით, 17:00 საათისთვის აჭარაში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 24,1-მა პროცენტმა

უმაღლესი საარჩევნო კომისიის მონაცემებით, აჭარაში 17:00 საათისთვის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა ამომრჩეველთა 24,1-მა პროცენტმა მიიღო, რაც რაოდენობრივად არის 58 793 ამომრჩეველი.

ბათუმის საარჩევნო ოლქში საკუთარი ნება გამოხატა 28 643-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 19,46 პროცენტია, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში კი აქტივობამ 31 პროცენტს გადააჭარბა, არჩევანი 30 150-მა ამომრჩეველმა გააკეთა.

დატოვე კომენტარი