ქართველი მხატვარი Artistaday-ს ხელოვანთა რეიტინგში პირველ ადგილზე გავიდა
ამერიკაში მცხოვრები ქართველი მხატვარი ლევან სონღულაშვილი, Artistaday-ს ხელოვანთა რეიტინგში პირველ ადგილზე გავიდა.
Artistaday მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ათასობით ხელოვანს ერთ სივრცეში აერთიანებს .
თბილისში დაბადებული ლევან სონღულაშვილი წლებია, ნიუ-იორკში ცხოვრობს.
მინიჭებული აქვს ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიის მაგისტრის ხარისხი და აქტიურად მოღვაწეობს საერთაშორისო ხელოვნების სამყაროში.
ლევან სონღულაშვილი პირველი ქართველი ხელოვანია, რომლის ნახატები ბრუკლინის მუზეუმის მუდმივ კოლექციაში შევიდა გასულ წელს.
ახალგაზრდა ქართველმა მხატვარმა მას შემდეგ გაითქვა სახელი, რაც მისი ორი ტილო – „მედუზა“ და „მონაზონი“ ნიუ იორკის „სოთბის“ აუქციონზე გაიყიდა.