საფრანგეთის დედოფალ მარია ანტუანეტას ძვირფასეულობა სოტბის აუქციონზე 42,7 მილიონ დოლარად გაიყიდა
საფრანგეთის დედოფალ მარია ანტუანეტას ძვირფასეულობა სოტბის აუქციონზე 42,7 მილიონ დოლარად გაიყიდა

საფრანგეთის დედოფალ მარია ანტუანეტას ძვირფასეულობა სოტბის აუქციონზე 42,7 მილიონ დოლარად გაიყიდა. აუქციონზე სულ დედოფლის კუთვნილი 10 სამკაული გამოიტანეს.

ყველაზე ძვირად გაიყიდა მარი ანტუანეტას მარგალიტის ყელსაბამი, რომელსაც ბრილიანტის შესაკრავი აქვს. კოლექციონერების ყურადღება მიიპყრო ასევე საფრანგეთის დედოფლის მოოქროვილმა ბეჭედმა, რომელიც მარია ანტუანეტას თმით არის გაფორმებული და მონარქის მონოგრამა აქვს.

მარგალიტის ყელსაბამი ორი მილიონ 287 ათას დოლარად გაიყიდა, ხოლო ბეჭედი 444 ათას დოლარად შეიძინეს.

ყველაზე ძვირად გაიყიდა დედოფლის კიდევ ერთი ბრილიანტებით დამშვენებული ყელსაბამი, რომელიც აუქციონზე 36 მილიონად შეიძინეს.

მარია ანტუანეტას სამკაული 200 წლის განმავლობაში კერძო კოლექციონერებთან ინახებოდა და ძვირფასეულობის ნახვა შეუძლებელი იყო. ავსტრიის პრინცესა, რომელიც მოგვიანებით საფრანგეთის დედოფალი გახდა, ექსტრავაგანტული ცხოვრების სტილით იყო გამორჩეული.

მარია ანტუანეტამ კუთვნილი სამკაული ფარულად გაიტანა ავსტრიაში. 1793 წელს 37 წლის დედოფალი სიკვდილით დასაჯეს. მან სიცოცხლე გილიოტინაზე დაასრულა.