ნიკო ფიროსმანის „ქართველი ქალი ლეჩაქით“ სოტბის აუქციონზე 2 230 000 ფუნტად გაიყიდა
ნიკო ფიროსმანის „ქართველი ქალი ლეჩაქით“ სოტბის აუქციონზე 2 230 000 ფუნტად გაიყიდა

ნიკო ფიროსმანის ნამუშევარი „ქართველი ქალი ლეჩაქით“ სოტბის აუქციონზე 2 230 000 ფუნტად გაიყიდა. ეს აუქციონებზე გაყიდული ფიროსმანის ნამუშვრების ყველაზე მაღალი ფასია.

ნახატის საწყისი ფასი 500 000-700 000 ფუნტი სტერლინგი იყო. სოტბის აქუციონის ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციით, ნახატი ცნობილი ავსტრიელი მწერლის შტეფან ცვაიგის კოლექციიდანაა. ნამუშევარი მან 1928 წელს, მოსკოვში მოგზაურობის დროს შეიძინა. ნამუშევარი ისევ რუსულ სექციაში იყო წარმოდგენილი, თუმცა მითითებული იყო, რომ ნიკო ფიროსმანი ქართველი მხატვარია. სოტბის აუქციონის წარმომადგენლების განმარტებით, ფიროსმანის ნახატი რუსული მხატვრობის სექციაში იმიტომ მოხვდა, რომ სოტბის ცალკე ქართული სექცია არ აქვს.