სოტბის აუქციონზე ნიკო ფიროსმანის კიდევ ერთი ნახატი გამოჩნდა
სოტბის აუქციონზე ნიკო ფიროსმანის კიდევ ერთი ნახატი გამოჩნდა

სოტბის აუქციონზე ნიკო ფიროსმანის კიდევ ერთი ნახატი, „ქართველი ქალი ლეჩაქით“ გამოჩნდა.

ნამუშევარი ისევ რუსულ სექციაშია წარმოდგენილი, თუმცა მითითებულია, რომ ნიკო ფიროსმანი ქართველი მხატვარია.

ნახატის ფასი 500 000- 700 000 ფუნტი სტერლინგია.

ხელოვნებათმცოდნეების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფიროსმანის ნახატი სოტბის აუქციონის რუსულ სექციაშია წარმოდგენილი, პოზიტიურია, რომ ის ქართველ მხატვრად არის მოხსენიებული.

ხელოვნებათმცოდნეები ფიქრობენ, რომ ნამუშევრის ფიქსირებული ფასი დაბალია.

სოტბის აუქციონის წარმომადგენლების განმარტებით, ფიროსმანის ნახატი რუსული მხატვრობის სექციაში იმიტომ მოხვდა, რომ სოტბის ცალკე ქართული სექცია არ აქვს.