საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ სამთავრობო ცვლილებებზე არ უმსჯელიათ
პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა 15:00 საათიდან მიმდინარეობდა.
შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, რომ მიმდინარე საკითხებზე ისაუბრეს და სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით არ მსჯელობა არ გამართულა.