საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ სამთავრობო ცვლილებებზე არ უმსჯელიათ

18:12, 12.06.2018

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა 15:00 საათიდან მიმდინარეობდა.

​შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, რომ მიმდინარე საკითხებზე ისაუბრეს და სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით არ მსჯელობა არ გამართულა.

მსგავსი