ქართული ანიმაციური ფილმი „ჯინო“ ინდოეთში გრანპრის მფლობელი გახდა
ქართული ანიმაციური ფილმი „ჯინო“ ინდოეთში გრანპრის მფლობელი გახდა

ქართული მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი „ჯინო“ ინდოეთის საერთაშორისო საბავშვო ფილმების ფესტივალზე გრანპრის მფლობელი გახდა.

საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, „ჯინო“ ფესტივალის საუკეთესო ანიმაციურ ფილმად აღიარეს.

„ჯინო“ პირველი ქართული 3D ანიმაციაა, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.

იგი გომბეშო ჯინოსა და მისი მეზობლების თავგადასავლის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ტბის გარშემო დაწყებული მშენებლობის გამო იძულებული ხდებიან დაივიწყონ განსხვავებული შეხედულებები და ერთად იბრძოლონ საერთო საქმისთვის – სახლის გადასარჩენად.